ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვიბრძოლებთ ბოლომდე,ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება“-ნინო ბურჯანაძე

„ვიბრძოლებთ ბოლომდე,ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება“-ნინო ბურჯანაძე

  „ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ, ძალიან ღიად, ტელევიზორში გვითხრა, რომ ფული მხოლოდ მას აქვს, ის დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნებაო. თქვენ დაანახეთ ფულით გაზულუქებულ ოლიგარქს და მის მანქურთებს, რომ ამ ქვეყანაში ღირსება გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფულები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის სიხარბე, რაც გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, როცა მარტო თავის თავზე იფიქრა, როცა არ იფიქრა თქვენზე, არ იფიქრა ათასობით ბავშვზე, რომელიც მშიერია, არ იფიქრა ათიათასობით და ასიათასობით ადამიანზე, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, არ იფიქრა იმაზე, რომ ემიგრანტები, რომლებიც მართლა ყოველ ღამეს ათენებენ თავიანი მშობლების და შვილების მონატრებით, ქვეყანაში დაებრუნებინა, იმ სიხარბემ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ და გუშინწინ გამოავლინა, დიახ, კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა და ეს შეცდომა იყო ცესკოში დაშვებული შეცდომა. ფეხბურთზე აღარაფერს ვლაპარაკობ – თავის მოჭრა, სირცხვილი, ადამიანები არ დაეჯარიმებიათ მაინც. თავადვე გადაჭრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნებისმიერი გზა გადათვლაზე, რაღაც უაზრო მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ ვერანაირი აზრიანი ვერ იქნებოდა გადათვლის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც ადამიანებს მისცემს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენ გვითხრა, თქვენ სასამართლო არ გჭირდებათო. მართალია, ისინი მონებად გვთვლიან, სანამ ჩვენს ძალას არ დაინახავენ. მონებს სასამართლო არ სჭირდებათ, მართალია ჟვანიას გადმოსახედიდან, მაგრამ არა ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ჩვენ სასამართლოც გვჭირდება, სამართალიც გვჭირდება, თავისუფდლად არჩეული პარლამენტიც გვჭირდება, ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მონების მიერ დაწესებულ წესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, აქ ითქვა, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად თქვენ დგახართ“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქუჩის აქციაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...