ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს”-გიორგი გახარია

“ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს”-გიორგი გახარია

“საქართველოსათვის” ლიდერი გიორგი გახარია ნაციონალებს და ოცნებას მედიატორობას სთავაზობს.

– ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ 2021 წლის წლის 2 ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ქართული დემოკრატიის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ექნება შედეგი ქვეყნის განვითარებაზე.

„ჩვენ უკვე ერთხელ განვაცხადეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში არჩევანის გაკეთების უფლება, შედეგად, ჩვენ მივიღეთ სისტემური, სისტემური ხარვეზები, სისტემური ძალადობა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე, არჩევნების დღესაც, სისტემური ძალადობა, სისტემური მოსყიდვა, სისტემური გაყალბება, კარუსელები, მათ შორის.

ეს, რა თქმა უნდა, არის ქართული დემოკრატიის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამას ექნება შედეგი ქვეყნის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის.
სამწუხაროდ, ეს ფაქტია და როგორც საბოლოო შედეგი ამ არჩევნების, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს უფლება, თავისუფალ პირობებში არჩევანის გაკეთების, ჩვენ, პარტიას „საქართველოსთვის“ კი უბრალოდ, მოგვპარეს ხმები.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ დღეს არის რეალობა, 18 წლის განმავლობაში პირველად, როდესაც ჩვენ ვყალიბდებით როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია დაიწყოს ცვლილებები ქვეყანაში და ეს ცვლილებები მიმართული უნდა იყოს იქეთ, რომ აღარ მივცეთ არავის შესაძლებლობა ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბების“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში.

ამ მიზნით, სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, ოცნება, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს და ცდილობს ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ხოლო მეორე მხრიდან „ოცნება“ ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში, მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს არის ის დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტის დონეზე, ქალაქებმა უნდა იფუნქციონიროს, საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირებს. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება, საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება.

ჩვენ მზად ვართ უპირობოდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – უპირობოდ, დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი რამეთუ მივცეთ 2 ძალას შესაძლებლობას მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები.

ჩვენ ამ პროცესში არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს.
ხოლო თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობის მიღებას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ იმოქმედებს იმავე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით – ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია – ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის დავალება ჩვენი ამომრჩევლების.
ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...