ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვერავის მოისყიდიან 300 ლარით“-რომან გოცირიძე

„ვერავის მოისყიდიან 300 ლარით“-რომან გოცირიძე

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დაცმარების სახით, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი.

როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს. მთავრობამ ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. ახლა, გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ცნობის გარეშე დაარიგონ ეს ფული.

ამას ვითხოვდით მაშინ, როცა ადამიანები კარანტინის პირობებში უმძიმეს ვითარებაში იყვნენ ჩავარდნილები. მხოლოდ ახლა გაახსენდათ. ამით ორ მიზანს აღწევენ-წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას.ვერავის მოისყიდიან 300 ლარით. ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება. ყველა მიხვდება ამ დამცინავ საქციელს-როცა ხალხს უჭირდა არაფერი გაიმეტეს, ახლა გახდნენ ხელგაშლილები.“- ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წინასაარჩევნო მოსყიდვაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...