ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული

ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული

ველისციხის ინციდენტის  კიდევ ერთი მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაკავებულის შვილმა განუცხადა, რომელიც კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტთან იმყოფება.

დავით მირიანაშვილი აცხადებს, რომ დედამისს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს და არც აქვს ინფორმაცია, როდის წაუყენებენ ბრალს.

მისივე თქმით, გამოძიების 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაწყებას ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ქეთევან მირიანაშვილს პოლიციის მანქანა განზრახ არ დაუზიანებია.

“მეორედ ვარ აქ და ვერ ვნახე ამ დრომდე. დღეს ვითომ ბრალი უნდა წაუყენონ, მაგრამ ახლა აქ პოლიციაში მეუბნებიან, რომ ცუდად იყო და საავადმყოფოში გადავიყვანეთო. ვანახე კადრები და ნამდვილად დააშავა, თუმცა განზრახ არ დაუზიანებია მანქანა. ის მშვიდობიანად გადაადგილებას ითხოვდა. ადვოკატიც არ გვყავს, არ გვაქვს ამის საშუალება. მხოლოდ დედა მყავს და ვითხოვ მის გათავისუფლებას. პირადი ნივთები მოვუტანე და იმედია ვნახავ,” – განაცხადა დავით მირიანაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„კორონავირუსით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაეწერება“

„კლინიკაში ამ ეტაპზე 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com