ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვახუშტის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მოძრაობა შეფერხდება 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე

ვახუშტის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მოძრაობა შეფერხდება 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე

თბილისის მერია გახუშტის ხიდის ების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, კვირას, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com