ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვაშაძეს ოქრუაშვილი წააგებინებს-„რა შუაშია აქ ოქრუაშვილი?დამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ“-გიგი უგულავა

ვაშაძეს ოქრუაშვილი წააგებინებს-„რა შუაშია აქ ოქრუაშვილი?დამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ“-გიგი უგულავა

„გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი. აქვე ვიტყვი, ეს პოსტი ეძღვნება ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას. „ევროპული საქართველო“ ერთგულია თავის გადაწყვეტილების – ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მიმართ უარს, ასუსტებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს და პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წაყვანის შანსს იძლევა. ანუ ის რაც ივანიშვილის გეგმით 2024 დან შეიძლება დაწყებულიყო, შეგვიძლია დავიწყოთ 2019-დან. ამ ხუთი წლისთვის კი ღირს ბრძოლა და ბევრი უსიამოვნების ატანა.

ოღონდგრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი. აქვე ვიტყვი, ეს პოსტი ეძღვნება ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას. „ევროპული საქართველო“ ერთგულია თავის გადაწყვეტილების – ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მიმართ უარს, ასუსტებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს და პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წაყვანის შანსს იძლევა. ანუ ის რაც ივანიშვილის გეგმით 2024 დან შეიძლება დაწყებულიყო, შეგვიძლია დავიწყოთ 2019-დან. ამ ხუთი წლისთვის კი ღირს ბრძოლა და ბევრი უსიამოვნების ატანა.

ოღონდ რა შუაშია აქ ოქრუაშვილი? თუ ვინმეს ილუზია აქვს რომ გორის რაიონში რამდენიმე პროცენტით მოვიმატებთ მხარდაჭერას, მწარედ სცდება. იმ 605 ათასი ადამიანისთვის მეორე ტურისთვის შესაძლოა სულერთია ვის შეხვდება მათი რჩეული კანდიდატი ვაშაძე. ისინი მას მხარს დაუჭერენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ხედავენ, მაგრამ მეორე ტურში ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საჭიროა ევროპული საქართველოსა და სხვა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა. აქ კი ოქრუაშვილი წითელი ხაზია. ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება. ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენებები მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა ლამის მუხლზე იქვე დარბაზში უწერდა ტექსტებს, რა უნდა ელაპარაკა, რომ საქმე შეკერილიყო. საზოგადოებას არ უნახავს ამ თემაზე მისგან სინანული, მეტიც აქეთ ამადლის გრიგოლ ვაშაძეს, ჩემთვის ძნელია იმის დავიწყება რა „პერიპეტიებიც გვქონდაო“. ამით პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას ოცნებას, რადგან ოქრუაშვილი ოცნების იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უარი უთხრა. უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს. როდესაც იქეთ იგორ გიორგაძე აქტიურობს, აქეთ ოქრუაშვილის გამოჩენა, ბევრ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, უბიძგებს დასვას ტოლობის ნიშანი. ოცნებასთან ტოლობა კი მეორე ტურში მარცხის ტოლფასია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com