ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც საბჭოთა კავშირს გამოეცალა მთავარი აგური – შიში. მეორე- მისი განცხადება ომთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე, რომ ის არ აპირებდა ამ თანამდებობაზე კენჭისყრას და არ აპირებდა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას, ვინაიდან ძალიან მძიმე წარსული შეიძლება შევახსენოთ მას.

მათ შორის 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, როცა მთელი მსოფლიო თავისი პოზიციიდან შეყავდა შეცდომაში და ეუბნებოდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონი და ხალხი, რომელიც დაიღუპა, სახელმწიფომ მიატოვა იმ მძიმე პერიოდში.

გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ იგი არის რუსი და არ აპირებს რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას, მას ჰქონდა ეს მოსაზრება არა მარტო ომის შემდეგ, არამედ ომის წინ, ძალიან დრამატულ პერიოდში. როცა სასწორზე იდო ადამიანების სიცოცხლე.

ეს არის ადამიანი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და ვენი გმირები ბრძოლის ველიდან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. იმისათვის, რათა არ მოხდეს ამის სწორი შეფასება, ხდება ყველანაირი დეზინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ჯარისა და პოლიციისადმი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ბრალი წაუყენოს ჩვენს მებრძოლებს და განსაკუთრებით საქართველოს. ეს არანაირად, არც ერთ კონტექსტში არ არის სიმართლე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არის ადამიანი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე და რომ არა პატრიარქი, არ იქნებოდა შესაძლებლობა, ქვეყანას თავისი გმირები გამოეყვანა ბრძოლის ველიდან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com