ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ვაქცინაზე ვესაუბრებოდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს – ასე უნდა იმუშაოს ყველამ – ოპოზიციამ, არაოპოზიციამმთავრობამ“

“ვაქცინაზე ვესაუბრებოდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს – ასე უნდა იმუშაოს ყველამ – ოპოზიციამ, არაოპოზიციამმთავრობამ“

გიორგი გახარია: ამერიკაში პირველი რასაც ვაკეთებდით – ვაქცინაზე ვესაუბრებოდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს – ასე უნდა იმუშაოს ყველამ – ოპოზიციამ, არაოპოზიციამ, მთავრობამ“

გიორგი გახარიამ ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოსთვის ვაქცინების მიღების საკითხი განიხილა.

,,დღესაც, როდესაც ჩვენ აქ (აშშ-ში) ვიყავით, პირველი რასაც ვაკეთებდით – ვაქცინაზე ესაუბრებოდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, იმიტომ, რომ აშკარად დავინახეთ, რომ ვაქცინის დიპლომატია აქტუალური საკითხია აქ. ასე უნდა იმუშაოს ყველამ – ოპოზიციამ, არაოპოზიციამ, მთავრობამ, ჟურნალისტმაც სხვათაშორის.“ – განაცხადა გახარია.

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ასეთი მუშაობა ყველას მხრიდან უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ქვეყანაში ,ამ დრომდე, მხოლოდ მისი ადმინისტრაციის პირობებში შეთანხმებული დოზები მოქმედებს და მისი პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანას ახალი დოზები არ მოუპოვებია.

„ყველასთან პერსონალურად გვქონდა კომუნიკაცია, და ამის გამო იყო, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ვაქცინების მიღების პრობლემა არ გვქონია. დღეს იცით რა ვაქცინებია და რითი იცრება ხალხი? მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე , ჯერ კიდევ იმ ვაქცინებით იცრება ხალხი – ახალი არაფერი არ შემოსულა.“ – ამბობს გახარია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...