ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვაჟა გაფრინდაშვილმა «დანაშაული» აღიარა- რეალურად კი, ვაჟა გაფრინდაშვილი კაცურად მოიქცა და ბოდიში მოიხადა თავისი მიზეზით ყველასათვის შექმნილი უხერხულობის გამო“

„ვაჟა გაფრინდაშვილმა «დანაშაული» აღიარა- რეალურად კი, ვაჟა გაფრინდაშვილი კაცურად მოიქცა და ბოდიში მოიხადა თავისი მიზეზით ყველასათვის შექმნილი უხერხულობის გამო“

ფაქტობრივი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ცხინვალის სასამართლოს მიერ 1 წლით და 9 თვით თავისუფლება აღკვეთილი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა და გაათავისუფლა.

ეს იყო კეთილი ნების ჟესტი, თუმცა ახალი წლის წინა დღეებში ამ ქმედებას არც თავად ვაჟა გაფრინდაშვილი, არც საქართველოს მთავრობა, არც ოპოზიცია და არც არავინ ელოდა.

ახლა ყველა იბრალებს «ვაჟა ექიმის» გათავისუფლებას, მაგრამ არავინ აღნიშნავს ბიბილოვის კეთილ ნებას. სასამართლომ ჯერ მიუსაჯა სასჯელი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა «დამნაშავე».

როგორც «სპუტნიკ-ოსეტია» იუწყება, ოსების პრეზიდენტის წარმომადგენელმა იგორ ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალებას ხელი შაბათს ანუ დღეს მოაწერა, მაგრამ ქართული მხარე ამ ფაქტს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ახმაურებდა.

გახმაურების შემდეგ კი ზედმეტი ხმაურიც ატყდა, თითქოს რაიმე «ზეწოლის» შედეგი ყოფილიყოს ექიმის გათავისუფლება.

ოსები ასევე იუწყებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა «დანაშაული» აღიარა. რეალურად კი, ვაჟა გაფრინდაშვილი კაცურად მოიქცა და ბოდიში მოიხადა თავისი მიზეზით ყველასათვის შექმნილი უხერხულობის გამო.

ge.news-front

https://ge.newsfront.infofbclid=IwAR0I64mfBHHJnqCoSjrDV2ouwiQXg_K7HCDdBiTt7WhJSHvH7Rx2gSa7bak

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com