ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვანო ზარდიაშვილმა უმრავლესობის დატოვების შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა

ვანო ზარდიაშვილმა უმრავლესობის დატოვების შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა

ქართული ოცნების  უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. თუმცა  ის აცხადებს, რომ  ქართულ ოცნებას” არ ტოვებს.რ მისი განცხადებით გადაწყვეტილების შესახებ  ბიძინა ივანიშვილსაც აცნობა.

   ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებას” არ ტოვებს.

„პარტიას არ ვტოვებ, პირიქით, თუ რამით შემეძლება ყველანაირად დავუდგები „ქართული ოცნების” გუნდს გვერდში იმისთვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე განახორციელოს მოქალაქეების სასიკეთოდ”, – დასძინა მან.

 რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ვანო  ზარდიაშვილი ამბობს, რომ ის 2020 წელს პარტიის საპარლამენტო სიაში არ იქნება. მისივე თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენებს და შემდეგ გადაწყვეტს, რა საქმიანობით დაკავდება.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com