ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვაკეში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია

ვაკეში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია

შეიარაღებული დაპირისპირება ვაკეში – ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია.

შალვა პეტრიაშვილი ალადაშვილის კლინიკის ექიმია, ამავე კლინიკაში მკურნალობას გადის ფალიაშვილზე დაჭრილი ორივე პაციენტი. ფალიაშვილზე მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ დაჭრილებს შორის ერთ-ერთი სწორედ ექიმ შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია.

თავად შალვა პეტრიაშვილი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება გამოძიებას, როგორც ცნობილია ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არ არიან, შესაბამისად ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს. 

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. 

წყარო:„ რუსთავი2“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com