ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ვაიმე, ბიჭო რა გააკეთე?” – კადრებში ჩანს შსს-ს დაკავებული თანამშრომელი, რომელიც 2 მოქალაქეს დამიზნებით ესვრის (ვიდეო)

“ვაიმე, ბიჭო რა გააკეთე?” – კადრებში ჩანს შსს-ს დაკავებული თანამშრომელი, რომელიც 2 მოქალაქეს დამიზნებით ესვრის (ვიდეო)

 

“ვაიმე ბიჭო რა გააკეთე?” – კადრებში ჩანს შსს-ს დაკავებული თანამშრომელი, რომელიც 2 მოქალაქეს დამიზნებით ესვრის.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც შს სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის ქმედებებია ასახული.

***

საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მომიტინგეები, რომელთა მიმართ განხორციელდა აქტიური ძალადობა, თითო-თითოდ გამოგვაცალონ და დასაჯონ იმის გამო, რომ მათ გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, – ამის შესახებ 20 ივნისის ღამით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ვატო გელაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ეს არის პოლიტიკური დევნა და წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოში რამის დამტკიცება ძალიან გაუჭირდებათ.

“ამ მთავრობისგან, რომელიც სამწუხაროდ ახორციელებს მომიტინგეთა პოლიტიკურ დევნას, ბუნებრივია, ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ამ მტკიცებულების გარდა, რომელიც წარმოადგინეს არაფერი აქვთ, ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ სამართლებივ და თავისუფალ სასამართლოში რამის დამტკიცება. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ მაგალითად თამლიანის და სხვა ბრალდებულების საკითხებზე, სადაც არ არსებობდა ბრალის წარდგენის საფუძველი და მიუხედავად ამისა მაინც შეუფარდეს პატიმრობა, ამის გათვალისწინებით, დაახლოებით იგივე შედეგებს ველით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეს იძიებს პოლიცია და შეუძლებელია საკუთარი თავი დაადანაშაულოს. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მომიტინგეები, რომელთა მიმართ განხორციელდა აქტიური ძალადობა თითო-თითოდ გამოგვაცალონ და დასაჯონ იმის გამო, რომ მათ გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და მისი მოთავსება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.” – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განმარტებით, 1979 წელს დაბადებული ვატო გელაშვილი ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას.

https://www.interpressnews.ge/ka/article/556467-prokuraturam-gaavrcela-video-romelshic-20-21-ivnisis-movlenebisas-shss-s-dakavebuli-tanamshromlis-kmedebebia-asaxuli

 

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...