ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

 

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს . ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com