ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ე.წ. გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“ – თეა წულუკიანი

„ე.წ. გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“ – თეა წულუკიანი

„ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“-განაცხადა იუსტიციისდ მინისტრმა თეა წულუკიანმა.

.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური. ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com