ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ე.წ. არჩევნებზე აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში“-აატა ზაქარეიშვილი

„ე.წ. არჩევნებზე აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში“-აატა ზაქარეიშვილი

„ალექსანდრე ანქვაბი 2014 წელს ასევე ამ ფორმით გააგდეს პოლიტიკიდან, ეს სწორედ ხაჯიმბამ გააკეთა – მაისში, ასევე შეტევით შეუვარდნენ სასახლეში და გააგდეს, წავიდა მოსკოვში და ახლა დეპუტატია, მაგრამ ძალიან გავლენიანი ფიგურაა აფხაზეთში. მისი გუნდიდან იყო ბჟანია, რომელიც მოწამლეს და ასევე მისი გუნდიდან იყო კვიცინია. პრაქტიკულად, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ებრძვის და ხან ერთი იმარჯვებს, ხან – მეორე. ამ ე.წ. არჩევნებისთვის ჯერჯერობით კანდიდატები დაყენებული არაა, ალბათ, ასლან ბჟანია დააყენებს, ან ალხაზ კვიცინია, მაგრამ ეს ნაკლებად მგონია. ბჟანია ავად იყო და იმიტომ არ აყენებდა თავის კანდიდატურას, როგორც ჩანს, უკვე გამოჯანმრთელდა და მარტისთვის კიდევ უფრო გამოჯანმრთელდება, ამჟამადაც მკურნალობს. ხაჯიმბას კი არ უთქვამს, დააყენებს თუ არა ხელახლა თავის კანდიდატურას, წესით, არ უნდა დააყენოს, რადგან ძალიან დისკრედიტირებულია, მაგრამ მათ გუნდში არ ჰყავთ მეტ-ნაკლებად სერიოზული ფიგურა. პრაქტიკულად, ხაჯიმბას გუნდი განწირულია დამარცხებისთვის, რადგან თავად დისკრედიტირებულია, ძალიან სამარცხვინოდ მოუწია წასვლა და მის გუნდში ძლიერი ფიგურა არავინ არ არის. ამ ე.წ. არჩევნებზე აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში“, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 22 მარტს გამართვასთან დაკავშირებით განუცხადა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”-ლევან ხაბეიშვილი

დღეს საკრებულოში დაპირისპირება  გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com