ახალი ამბები
Home / „პლაგიატი“ / ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ზუგდიდშიადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მანამდე კი ზაქარაიას ქუჩის 8 ნომერში ჩადარდა სპეცოპერაცია, ადაც ესებუას ნათესავები ცხოვრობენ, სამართალდამცავებმა საცხოვრებლის კარი შეამტრიეს და ისე შევიდნენ. ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ესებუას ოჯახის წევრები ამ დროისთვის სამხარეო პოლიციის გამოკითხვაზე იმყოფებიან. ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლიდან დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული. სახლი დაცლილია, თუ რას ეძებენ სახლში სამართალდამცვები უცნობია. დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა ამ დრომდე უცნობია.დგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალიტები.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

სავარაუდოდ, განცხადება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...