ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ“-  მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში აღმოაჩინეს

„ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ“-  მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში აღმოაჩინეს

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს მანქანაში აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიიერებები:ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ

უწყების ინფორმაციით, “განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით”.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ჯიბღაშვილმა აღიარა, რომ მისი ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებები ნამდვილად მას ეკუთვნის და ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 15 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ჯიბღაშვილი გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...