ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეს ჭაობი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში თავის ბიძინიანად თავის გახარიანად,გეუბნებით და გპირდებთ, რომ ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს“

„ეს ჭაობი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში თავის ბიძინიანად თავის გახარიანად,გეუბნებით და გპირდებთ, რომ ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს“

„ერთი, რისი თქმაც ხაზგასმით მინდა და სულ გავიმეორებ არის ის, რომ ჩვენ მახინჯ სისტემასთან გვაქვს საქმე, რომელშიც ჩართულია პროკურატურა, ეროვნული ბანკი, რომელიც ფაბრიკაციას აკეთებს. კითხვაზე, ეროვნული ბანკის ისტორიაში არსებობს თუ არა ასეთი ფაქტი, რომ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე შემოწმება რომელიმე ბანკის მიმართ განეხოციელებინა, მან(პროკურატურის მოწმე) დაადასტურა, რომ მსგავსი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ეს საქმე უკვე მეორე წელია გრძელდება, „კრიმინალური მენტალიტეტის გახარიას ხელშეწყობით და ორგანიზებით, რომელშიც ჩართულია კობა გვენეტაძე, სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ბანკის ე.წ. პრეზიდენტი, რომელმაც დაასამარა ქართული ვალუტა“.

„ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, მათი დამქაშები სხვას ვერაფერს იტყვიან, რაც დღეს თქვეს. დაბნეულები, ძირითად კითხვებზე პასუხი აქვთ, რომ „არ ვიცი”. თუ არ იცის, საერთოდ რამეს როგორ ამოწმებს?! ვერც ერთ კითხვაზე მათ ნორმალური პასუხი ვერ გასცეს. შესაბამისად, ის რაც ბადრიმ თქვა, რომ სასამართლო განხილვები დააჩქარეს, დააჩქარეს მხოლოდ იმის, გამო, რომ კვირაში 4 თუ 5 დღე, 5 საათი სასამართლოში ვიყოთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.

„ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.

გეუბნებით და გპირდებთ, რომ ვერაფერი გაგვაჩერებს, ვერც შეგვაშინებს. ჩვენს გზაზე მივდივართ. ეს გზა არის ის ალტერნატივა, რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ამ ჭაობიდან. მე მრცხვენია, რომ 29 წლის განმავლობაში ჩემი ბიზნესმოღვაწეობის დროს მთელი ჩვენი კომპანიები პატიოსნად იხდიდნენ და იხდიან გადასახადებს, ასეთი უცოდინარი, პოლიტიკურად ასეთი ანგაჟირებული პროკურორების და ახლა ეროვნული ბანკის ამგვარი წარმომადგენლების ხელფასებს.

ეს ჭაობი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში თავის ბიძინიანად თავის გახარიანად. კიდევ ხმამაღლა ვიძახი, გახარია მობრძანდეს პროკურატურაში, მობრძანდეს სასამართლოში და მისცეს იმ წერილზე განმარტებები ისევე, როგორც საზოგადოებისთვის უცბად მიიჩქმალა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com