ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ეს რა ჩაიდინე, თამაზ, შეგეშალა, ეს ხომ ისაა, ძლიერი ნარკოტიკი? შემოირტყა თავში ხელი თამაზმა და ბალიშში ჩარგო თავი ”ატირებულმა”

„ეს რა ჩაიდინე, თამაზ, შეგეშალა, ეს ხომ ისაა, ძლიერი ნარკოტიკი? შემოირტყა თავში ხელი თამაზმა და ბალიშში ჩარგო თავი ”ატირებულმა”

ერთი სასაცილო ისტორია უნდა მოგიყვეთ პლაცებოს ეფექტზე. ამას შეიძლება ”შებრუნებული პლაცებო” ვუწოდოთ.

ვიცით, რომ პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, ვითომ წამალი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფს აძლევენ რაიმე სახის აბს, რომელიც არ არის ნამდვილი სამკურნალო საშუალება. ექიმი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე.

ახლა იმ ისტორიაზე. ასპირანტები ვართ. ბაგების სტუდქალაქში ხდება ეს ამბავი. ერთმა აპირანტმა რაღაცის გამო გვაწყენინა. ცუდად მოიქცა. მე და ჩემმა მეგობარმა, სოხუმელია, თამაზ ძიმისტარაშვილი, თავისებურად, ”ჰუმანურად” დავსაჯეთ ის ბიჭი.

შემოდის ერთხელ ჩვენი გია თამაზთან ოთახში, გვეუბნება, რომ თავი მტკივა საშინლად, რაიმე წამალი ხომ არ გაქვთო. კიო, უთხრა თამაზმა. ვხედავ, თვალები აენთო. ყოველთვის უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს მე და თამაზი. წინასწარ არ დაგვიგეგმია, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ოინი უნდა დაგვედგა და უკვე გაცნობიერებული მქონდა ჩემი როლი. მიაწოდა ანალგინი. დალია გიამ. უცბად ვღებულობ ტრაგიკულ სახეს: რა ჩაიდინე, თამაზ, შეგეშალა, ეს ხომ ისაა, ძლიერი ნარკოტიკი? შემოირტყა თავში ხელი თამაზმა და ბალიშში ჩარგო თავი ”ატირებულმა” ( სიცილი რომ დაემალა). :)) რა ხდება, იკითხა გიამ. წამალი შეეშალა, ათი კაცის საკმარისი დოზა იყო იმ აბში. ნუ გეშინია ”ბრატუხა”( სოხუმურად იცოდა ლაპარაკი:)), ახლავე გამოვუძახებთ სასწრაფოს, ამბობს თამაზი, კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ერთი საათი უძლებს ადამიანი. ამის თქმა იყო და ვხედავთ, გაფითრდა კაცი და ხელში გვაკვდება. ვასვით და ვასხით წყალი, ვუთხარით, რომ ვიხუმრეთ, ვყლაპეთ საჩვენებლად ანალგინის აბები და ძლივს მოვასულიერთ. დიდი შიში ვჭამეთ. 😄

მერე კი მივხვდით, რომ ბოროტი ხუმრობა გამოგვივიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ადეკვატური იყო იმ საქციელისა, რის გამოც იგი დაისაჯა.

რატომ გავიხსენე ეს ისტორია? პარლამენტში აშკარად უსფრთხო, მძაფრი სუნის მქონე ცხოველთა სამკურნალო პრეპარატის დასხმის გამო, როცა ზოგიერთდ რომ გარკვეული დისკომფორტი შეექმნა. თავს ვერ თავდებ, რომ ეს მხოლოდ შიშის ეფექტი იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს რომ ასე იქნებოდა, ეჭვი არ მეპარება.

მ ”წვრილმანი ხულიგნობის” ქიმიურ თავდასხმად გამოცხადება, არის სასაცილო და როგორც წესი, ფაქტის კომიკურობას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვიგრძნობთ ხოლმე. 😄-რომან გოცირიძე.

კომენტარები
სააგენტო ჯეომედიაპრესი

დაწერეთ კომენტარი…

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლევან იზორია ძმის გამო აიძულეს გერმანიაში ელჩად წასულიყო

POSTV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com