ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ეს მზერა იხვეწებოდა:მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ”!თვითმფრინავის ტრაპს რომ გადააბიჯა _ გაეღიმა: _”ქართველები იქ არ დამტოვებენ თუ” – ემიგრანტი დედის ხვედრი

„ეს მზერა იხვეწებოდა:მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ”!თვითმფრინავის ტრაპს რომ გადააბიჯა _ გაეღიმა: _”ქართველები იქ არ დამტოვებენ თუ” – ემიგრანტი დედის ხვედრი

ემიგრაციაში გადახვეწილი ერთი დედის ხვედრი

“ხომ გიყიდა ბინა! ხომ დაგამთავრებინა უმაღლესი!ხომ შემოსა შვილიშვილები!ხომ გაწვდიდათ საკვების თანხას მთელი 18 წელი!ხომ შეიტანა 5-ჯერ ბინის საწყისი თანხა.ავეჯით ხომ გააწყო ორთავე ვაჟისა და სიძე-ქალიშვილის ბინები!მეუღლეს, ღრმად მოხუც დედას, შვილს _ ოპერაციების თანხა ხომ გამოგიგზავნათ!ხომ მოგაწყოთ სამსახურებში!გასულ ზაფხულს ჩამოვიდა.გულზე მოგხვდათ მისი დასივებული ფეხები და მხოლოდ ძარღვებად ქცეული ხელები; ახალგაზრდა გახსოვდათ და ხელში გატეხილი და თვითონ დაავადებული ხანმოთეული შეგრჩათ, რომელიც იღიმებოდა და ამ ღიმილმა შეგაშინათ, ტიროდა და ცრემლი არ ჩამოსდიოდა.ვერცერთმა თავი ვერ შეიკავეთ ქვეყანაში გამეფებულ “გაუსაძლის მდგომარეობაზე” რომ არ გელაპარაკათ მთელი დღეები… სულ საკვები პროდუქტების ნაკლებობაზე წუწუნებდით.მონატრებულის სანახავად ვინც მოვიდა _ ყველა ხელებში შესცქეროდა; სადაც წავიდა _ ყველა ხელებში შესცქეროდა.ორი თვის “შვებულება” ჰქონდა ბერძენი “პატრონისგან”… ორი კვირის მეტი ვერ გაძლო.ძლივს აალაგა დასივებული კიდურები და წავიდა… კარებში რომ გადიოდა ჩაილაპარაკა: “წყალს ვერ მივეჩვიე იქაურს, ესაა ფეხებს რომ მისიებს, სხვა მხრივ არ მიჭირს”.აეროდრომზე ყველამ ერთად გააცილეთ; პერმესო მიღებული ჰქონდა დიდი ხანია და წასვლას საელჩოებში ხეტიალი არ სჭირდებოდა… ახალგაზრდა გოგონამ ხელბარგი შეუმოწმა; მისი საყვარელი საჭმელი _ ყველიც არ წაიღო _ დასაშვებ წონაზე მეტია და თანხა არ მეყოფაო, მხოლოდ ტყემლის საწებელმა შეავსო უფასო ტვირთი…საკონტროლო გამშვები ხაზი თითქმის უკუსვლით განვლო; გიყურებდათ და სულის სიღრმეში გწვდებოდათ მისი მზერა, რომელსაც გულგრილად უკუაგდებდით ყველანი.ეს მზერა იხვეწებოდა: “მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ”!თვითმფრინავის ტრაპს რომ გადააბიჯა _ გაეღიმა: _”ქართველები იქ არ დამტოვებენ, თუ”…ავტორი: ცირა ნიკოლაიშვილი

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 241702206_1095385140866172_3868235973059925251_n.jpg

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...