პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ტვ „პირელში“ აცხადებს, რომ ის ოდიოზური და ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას ემუქრებიან და აშანტაჟებენ მოშორდებიან სასამართლო სისტემას:
„ მე დავსვი ბიუროს სხდომაზე: რა ვალი აქვს ქართულ სახელმწიფოს ასეთი ჩინჩალაძის, რომ მარადიულად გვთავაზობენ ჩინჩალაძეების, გვრიტიშვილების, მიქაუტაძეების და მურუსიძეების დატოვებას სასამართლო სისტემაში?!…
– და დღეს რომ გვემუქრებიან ეს მოსამართლეები, რომ: „ვერ შეგვეხებით, ვერ გადაგვაყენებთ!“ – აი ეხლა გეუბნებით თქვენ, მურუსიძეებს და გვრიტიშვილებს და დანარჩენებს და თქვენს მფარველებს „ოცნებიდან“: აი, როგორ ვერ გადაგაყენებთ, და როგორ ვერ გავანთავისუფლებთ თქვენგან სასამართლოს, მაგას გაჩვენებთ ჩვენ!“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„იგივე შეკითხვა მე დავსვი ბიუროს სხდომაზე: რა ვალი აქვს ქართულ სახელმწიფოს ასეთი ჩინჩალაძის, რომ მარადიულად გვთავაზობენ ჩინჩალაძეების, გვრიტიშვილების, მიქაუტაძეების და მურუსიძეების დატოვებას სასამართლო სისტემაში?!… — და დღეს რომ გვემუქრებიან ეს მოსამართლეები, რომ: „ვერ შეგვეხებით, ვერ გადაგვაყენებთ!“ – აი ეხლა გეუბნებით თქვენ, მურუსიძეებს და გვრიტიშვილებს და დანარჩენებს და თქვენს მფარველებს „ოცნებიდან“: – აი როგორ ვერ გადაგაყენებთ, და როგორ ვერ გავანთავისუფლებთ თქვენგან სასამართლოს, მაგას გაჩვენებთ ჩვენ!“ – ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
Posted by დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი on ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2019