ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეს გამარჯვება სამუდამოდ დარჩება აზერბაიჯანის ისტორიაში,როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“

„ეს გამარჯვება სამუდამოდ დარჩება აზერბაიჯანის ისტორიაში,როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან“

ეს გამარჯვება სამუდამოდ დარჩება აზერბაიჯანის ისტორიაში. როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან იმას ვაღწევთ, რაც გვინდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის არმიამ ფუზულის, ჯაბრაილის, ზანგილანის, გუბადლისა და შუშას გათავისუფლება შეძლო.

„სამხედრო ძალის გამოყენებით ჩვენ შევძელით და გავათავისუფლეთ ფუზული, ჯაბრაილი, ზანგილანი, გუბადლი და შუშა. ჩვენი დროშა ამ მიწებზე აღვმართეთ და ავაფრიალეთ. დღეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა არის აზერბაიჯანის ძალა. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმის წყალობით, ომის პირველივე დღეებიდან მივაღწიეთ უპირატესობას როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროში,“ – განაცხადა ალიევმა, რომელმაც დღეს ერთ-ერთ კლინიკაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...