ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორად ინტერპრეტირებს თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება:

“მინდა ვუპასუხო წულუკიანს, რომ დროებით ღონოსიძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადწყვეტილება ძალაში შევიდა. მე ვიტყოდი სამსართლებრივად სკანდალურიცაა ეს გადაწყვეიტლება. იმიტომ, რომ მეორე კოლეგიამ რუსთავი 2-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეიტლებით და მიიღო დროებით ღონისძიება უზენაესის გადწყვეტილებაზე. მეორე პალატამ კი თქვა რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავთ და ღიად დაუსაბურთებელიაო.

მოკლედ რომ ვთქვათ, მე მივმართავ წულუკიანს მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დღესვე ძალაში შესვლაზე და იმის თქმა რომ ხალვაშს შეუძლია მივიდეს და სახელმწიფო დაურეგისტრირებს ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და იქნება ძლაიან მნისვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რმელიც ჯერ კიდევ მიუხედავად უმძიმეს იგადაწყვეიტლებისა ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს ეს გადაწყვეიტლება სრულად შეცვალოს. თუ დიდი პალატა მიიღებს ამ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში და დაადგენს, რომ მაგალითად პირველი ინსტანაციის მოსამართლე იყო მიკერძოებულიმ საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული იქნება ხალვაში და უკანონოდ საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი ამიტომ ახლა ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება კონსტიტუციის ევროპული კონვენციის დარვევა და ჩემი შეფასებით იყოს თანამდებობრივი დანაშული” – ამბობს გვარამია.

ის მოუწოდებს წულუკიანს დაიწყოს ღია ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხზე, რასაც შესაბამისი სამარტლებრივი ნაბიჯები მოჰყვება. გვარამიას თქმით, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას:

“უდნა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად და არც თუ ისე ცუდი და ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი. ყველაფერთან ერთად მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად ძალიან მძიმეა ის გარემოება რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება რომელსაც გმაოვიყენებთ დანარცენი, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას” – ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, მას რუსთავი 2-თან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს ხელსეკრულება, რომელიც მას მთელ რიგ გარანტიებს აძლევს და მათი შესრულების გარეშე, თანამდებობიდან ტელეკომპანიის ვერც ძველი და ვერც ახალი მფლობელი ვერ გაათავისუფლებს:

“მეორე საკითხი რომელცი არ უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას, ეს არის ჩემი კომპენსაციით საკითხი. მართალი გითხრათ, ჩემთვის განმსაზღვრელი მნისნელობა არ აქვს ვინ არის ამ მედიის მფლობელი მარტივად აგიხსნით, ესაა ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი განთავისფულება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ რა დამოკიდებულება აქვს ხალვაშს ამ კონტრაქტთან სულერთია ვინც იყვნენ დამფუძნებლები მომცეს ეს გარანტია ამ კონტრაქცის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება.

არ აქვს მნიშვნელოვა ხელისუფლება რას იზამს. ერთადერთი, რომ მე წავალ ჩემი ნებით ეს არის ჩემი ჟურნალისტების ჩემი თანამსრომლების დამოკიდებულება ამგვარი რომ ჯობია მე წავიდე თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის გნახილვას საერთოდ სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბრა ხალვაში ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს.

ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლოში .აქ არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. იდავეთ ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება არის შეუძლებელი. ეს დაიდო იმისთვის რომ მე, არ ვყოფილიყავი დამფუძნებელზე დამოკიდებული. მათ შორის, არც მოქმედ და მომავალ მფლობელებზე. ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის გარანტია” – ამბობს გვარამია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com