ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ეს არის მუნიციპალური მიწები და ადამიანებს არ აქვთ უფლება, მიიტაცონ და განახორციელონ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება“-კახა კალაძე

„ეს არის მუნიციპალური მიწები და ადამიანებს არ აქვთ უფლება, მიიტაცონ და განახორციელონ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება“-კახა კალაძე

ქალაქის მერი კახა კალაძე მერიის თანამშრომლის მიერ მიწის ნაკვეთის მიტაცების შესახებ აცხადებს, რომ არავის არ ეპატიება სახელმწიფოს მიწის მითვისება.

ეს არის მუნიციპალური მიწები და ადამიანებს არ აქვთ უფლება, მიიტაცონ და განახორციელონ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთერთ-ერთი თანამშრომელია, კონკრეტული ადამიანის მეუღლე, რომელმაც სახელმწიფო მიწა მიიტაცა და უკანონოდ დატაცებული ჰქონდა შენობა-ნაგებობა. რაც შეეხება ზოგადად დემონტაჟის ფაქტს, ამასთან დაკავშირებით 18 დეკემბერს დედაქალაქის მერიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ფოტომასალა, ვიდეოკადრები იქ არსებული რეალური სურათის, თუ რა ხდებოდა. საუბარი იმაზე, თითქოს ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან გამოვიყვანეთ, ძალიან დიდი ტყუილია, როგორც ეს აფრიკის დასახლების შემთხვევასთან დაკავშირებით ხდებოდა, თითქოს, ადამიანები საცხოვრებელი სახლის გარეშე დავტოვეთ. ეს არასწორი ინფორმაცია და ძალიან დიდი ტყუილია. არსებობს ვიდეოკადრები და საბუთებიც შემიძლია მოგაწოდოთ, თუ რა ქონებებს ფლობენ ეს ადამიანები“,-განაცხადა კალაძე,

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს (ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/1353565805017347 კომპანია ენკას ბაზასთან აქციას რიონის ხეობის დამცველების აქცია გაი მართა, ისინი ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი ...