ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?“-სალომე ზურაბიშვილი

„ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე?“-სალომე ზურაბიშვილი

 

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო რუსავი-2-ის  ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ შეურაცხმყოფელი განცხადება რუსეის პრეზიდენტისადმი:

„პრეზიდენტი  გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. 
პატრიოტიზმი სხვა რამ არის. ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა.
ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!
საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„რუსთავი2-“ის არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა, ნიკა გვარამია გენდირექტორობას გამოემშვიდობა

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com