ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში იპოვეს. გარდაცვლილი მისსავე ავტომობილში კორპუსის დაცვამ აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილზე მოკვლევითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ამოღებულია ის ცეცხლსასროლი იარაღიც, საიდანაც, სავარაუდოდ, გასროლა მოხდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.