ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვა“-რომან გოცირიძე

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კომერციული ბანკები ”ნარკოტიკულ ნემსზე” დასვა“-რომან გოცირიძე

  პარლამენტარი რომან გოცირიძე ჭარბვალიანობის შემცირების შესახებ კომენტარს აკეთებს:~
„ერთი ხელით(პირით) იძახიან ჭარბვალიანობას ვებრვძვითო და მეორე ხელით(პირით, ესე იგი, თუ კი ”იძახიან”) ამ ჭარბვალიანობის წამახალისებელი რესურებით ამარაგებდე კომერციულ ბანკებს( ე. წ. ”იაფი ფულის” პოლიტიკა), სადაა აქ ლოგიკა?
ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებმა ასტრონომიულ ნიშნულს უწია, 1,970 მილიარდი ლარი გახდა. როცა ეკონომიკა ბოლო ოთხ წელიწადში გაიზარდა მხოლოდ 26 პროცენტით, დაახლოებით ამ ფარგლებში-ფასები, ბიუჯეტი 28 პროცენტით და საერთოდ არაფერი გაზრდილა ორნიშნა რიცხვზე მეტად, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა ფულის მიწოდებასთან, ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკზე გაცემული ე.წ. რეფინანსირების სესხები გაიზრდა 300 პროცენტით. ეროვნულ ბანკში აქვთ სტანდარტული პასუხი: იზრდება იმ ზომით, რამდენიც მოთხოვნა აქვს ეკონომიკასო.
სად არის ამ მასშტაბის ეკონომიკა რომ ფულის მიწოდებაც ამ მასშტაბის იყოს?( სხვა საკითხია, რამდენად სწორია, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია ”მიაწოდოს” საკრედიტო რესურსები ბანკებს ან ბოროტად იყენებდეს ამ ინსტრუმენტს).
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ დასვეს ბანკები ”ნარკოტიკულ” ნემსზე და მათი ინექციების გარეშე ”ლომკები” ეწყებათ. ესაა პრობლემა და არა ზედმეტად გაბუქებული ე.წ. ჭარბვალიანობა“-აცხადებს რომან გოცირიძე.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com