ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეროვნული ოქროს ფონდი ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განთავსდება

ეროვნული ოქროს ფონდი ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განთავსდება

 

საპატრიარქოს განცხადებით, ეროვნული ოქროს ფონდი ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში განთავსდება, ხოლო მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ ფონდი საწყის ადგილს დაუბრუნდება.

-საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიების და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე. შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებელი და ჰაერგამწმენდი სისტემით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდათ, – წერს საპატრიარქო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...