ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ერთმანეთის ლანძღვა- გინებას, ცემა-ტყეპას, აი იმ ქაოსს, რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა,ახალგაზრდები უყურებენ- შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა“

„ერთმანეთის ლანძღვა- გინებას, ცემა-ტყეპას, აი იმ ქაოსს, რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა,ახალგაზრდები უყურებენ- შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა“

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები – ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში – კეთილსინდისიერს და პროფესიონალი ახალგაზრდებს. სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად – ეს ერთი და იგივე სახეები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდა დავივიწყოთ. სამწუხაროდ ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ – აი ამ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ცემას, ტყეპას, აი იმ ქაოსს რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა – როდესაც შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა. როგორ შეიძლება 2-მა ადამიანმა ფიზიკური მუშტი-კრივით გადაწყვიტოს, ერთმანეთს დაუმტკიცოს ვინ უფრო მართალია, ან ვის უფრო უყვარს სამშობლო, ან ვინ უფრო რელიგიურია – შეუძლებელია ეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ძალადობა შობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას, სხვას არაფერს. ეს არის ის, როგორც რიგით ქართველ მოქალაქეს ეკარგება იმედი და რწმენა სახელმწიფოსი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს სისტემური პრობლემაა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...