ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ერთი ფასი აქვს, აწი ისინი სამიკიტნოში შევლენ, პარლამენტში, თუ ბუტკაში“

„ერთი ფასი აქვს, აწი ისინი სამიკიტნოში შევლენ, პარლამენტში, თუ ბუტკაში“

პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე, მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებას ოპოზიციური პარტიების წევრები აფასებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ მისთვის ელისაშვილი და იოსელიანი „ქართული ოცნების“ ორგანული ნაწილები არიან.

„დღევანდელი შეხვედრა და დღევანდელი ვითომ ე.წ. შეთანხმება არაფერს არ ცვლის ჩემთვის. ჩემთვის მთავარი არის „ქართული ოცნების“ მოქმედება და რას გვაჩვენებს დღეს ის – გვაჩვენებს, რომ ბოიკოტის გზა არის სწორი. რატომ? იმიტომ, რომ „ოცნება“ მზად არის, უამრავ დათმობაზე წამოვიდეს, ოღონდ, გვიხილოს პარლამენტში“, – თქვა მან.

ბობოხიძის განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, ერთპარტიულია.ასევე იხილეთრა მემორანდუმი გააფორმეს „მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან29 იანვარი, 2021

„ქართულმა ოცნებამ” თქვა, ვითომ ამ ორპარტიული დოკუმენტის გახმაურებით თავისი წინადადება შემოგვთავაზა და გადმოაგდო ბურთი ჩვენს მოედანზე, ნახეთ რა საჭირო და სერიოზულ თემებზე აპირებენ დათმობას და როგორ უარვყოფთ ჩვენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრები – ეს არის კრიზისის დაძლევის გზები, მაგრამ კრიზისს დაძლევს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები და უნდა შევთანხმდეთ, როდის გაიმართება რიგგარეშე არჩევნები.

რიგგარეშე არჩევნები თუ გაიმართება, სწორედ მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებზე, საარჩევნო კოდექსზე და ა.შ. ამიტომ ეს ფაქტი, თუნდაც ის, რომ 2 ადამიანის შესვლისთვის „ართული ოცნება“ რა ტიპის „დათმობაზეა“ წამსვლელი, უკვე ნიშნავს, რამდენად უნდათ მათ, რომ რამენაირად გვიხილონ პარლამენტში. ვერც ერთი დათმობა ვერ აღმოჩნდება იმის საპირწონე, რომ „ოცნებამ“ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება“, – განაცხადა ბობოხიძემ TV პირველის ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩემთვის ახლა განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა საერთოდ“, – თქვა მან.

დეკანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ აინტერესებს, გიორგი რურუას საკითხის მიუხედავად, რატომ დასთანხმდა ელისაშვილი შეთანხმებას.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გაატარებს მხოლოდ იმ რეფორმას, რომელიც თავად სურს და არა იმას, რაც ოპოზიციის მოლაპარაკების წინადადებაში იყო მოცემული.

„მე არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ მემეტებოდა ამ პარლამენტში ბატონი ინჯიას შემდეგ შესვლისთვის…

მე მაღალი წარმოდგენის „ქართული ოცნების“ კომპეტენციაზე არ ვარ და არც საზოგადოების ნდობით სარგებლოს მმართველი პარტია. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, დაველოდოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონი ელისაშვილი ვერაფერს ვერ მიაღწევს, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის ადმინისტრირების მხრივ იმიტომ, რომ ეს იქნება ის „რეფორმები“, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „მთავარ არხზე“ საუბრისას.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ელისაშვილის ამ გადაწყვეტილებით მისთვის ლოგიკური პროცესი დასრულდა.

„პოლიტიკოსებში ყველაზე მნიშვნელოვან, დასაფასებელ უნარად ვხედავ თანმიმდევრულობას. თანმიმდევრულობა დარღვეულია, როდესაც ის ამბობს ერთს, მერე მეორეს… ამიტომ, მე მგონი, ბუნებრივად რაღაც ლოგიკური პროცესი დასრულდა მისთვის. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მათ შორის, არც საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ოპოზიციური პლატფორმიდან ბატონი ელისაშვილი ჩაეხსნა დიდი ხანია“, – განაცხადა მან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ელისაშვილისა და იოსელიანის ეს ნაბიჯი ოპოზიციის საერთო გეგმებში ცვლილებას ვერ შეიტანს. მისი თქმით, ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხად რიგგარეშე არჩევნები რჩება.

„ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ დააყენა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან პოზიციების დათმობაზე საუბარი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ არც ერთი რაციონალური შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან არ გვინახავს. რიგგარეშე არჩევნები ეს არის განუყოფელი ნაწილი ამ დოკუმენტის, მხოლოდ ამის რეალიზების შემდგომ არის შესაძლებელი, რომ საუბარი იყოს შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ერთი ფასი აქვს, აწი ისინი სამიკიტნოში შევლენ, პარლამენტში, თუ ბუტკაში“, – ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა.

მისი თქმით, დოკუმენტი, რომელზეც ელისაშვლმა, იოსელიანმა და „ოცნების“ ლიდერებმა მოაწერეს ხელი, ისეა აწყობილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რისთვისაც პარლამენტში 113 დეპუტატია საჭირო.

„მთლიანად ის მემორანდუმი ისეა აწყობილი, რომ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ასევე მოითხოვს პარტიების შესვლას პარლამენტში, რაც ვერ შედგება და აქედანვე ჩანს, რომ ყალბია ის. ამიტომ, სადაც არ უნდა შევიდეს ეს ორი კინტო, ამით არსებითად არაფერი იცვლება, ისინი დაბრუნდნენ „ქართული ოცნების“ მშობლიურ წიაღში“ – ამბობს გიორგი გუგავა.

„ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრების გაგრძელებას აპირებს „გირჩი“.

„მე უკვე შევხვდი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, კიდევ ვაპირებ რომ შევხვდე, უბრალოდ, ჯერჯერობით, ვფიქრობ იმ არგუმენტებზე, როგორ შეძლება იმ არგუმენტების დაძლევა, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.https://publika.ge/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მაგარი ჩა@ლახური ნაბიჯია, დაკეტო ქალაქი, ჩაკეტო ხალხი სახლში და მხოლოდ იმიტომ, რომ გააგრძელო ქვეყნის ძარცვა”

“მაგვარი ჩა@ლახური ნაბიჯია, დაკეტო ქალაქი, ჩაკეტო ხალხი სახლში და მხოლოდ იმიტომ, რომ გააგრძელო ქვეყნის ძარცვა, ...