ახალი ამბები
Home / Uncategorized / ერთი დღე მოხუცებულთა პანსიონატში, არჩილ ჩიხლაძე და „ მიგორავს ბორანი“…

ერთი დღე მოხუცებულთა პანსიონატში, არჩილ ჩიხლაძე და „ მიგორავს ბორანი“…

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

dsc03432მოხუცებულთა პანსიონატი ბარბარე“21-ე“-ში საახალწლო განწყობაა, მოხუცებს სითბო და მზრუნველობა არ აკლიათ. პანსიონატში 24 სოციალურად დაუცველი   მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს, რომლებსაც  ჯანდაცვის სამინისტროს  დაფინასებით  და მწერალ მერაბ შათირიშვილის  პატრონაჟით კომფორტული გარემო არ აკლიათ. ერთადერთი,  რაც მათ ენატრებათ ოჯახური გარემოა, რომელსაც   ვერევინ შეუცვლის. პანსიონატის თანამშრომლები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოხუცებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. თავად  მწერალი მერაბ შათირიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ  მოხუცებს  მზუნველობა  არ მოაკლდეთ.
dsc03430მოხუცთა პანსიონატში ერთ დროს ცdsc03435ნობილი და ხალხისთის საყვარელი მომღერალი არჩილ ჩიხლაძეც  ვნახეთ, რომელიც სევდიანად იხსენებს წარსულ ცხოვრებას:

– მიხარია, რომ ადამიანებს კიდევ ვახსოვარ, როცა ჩემს სიმღერებს მღერიან, თვალზე ცრემლი მადგება, მე წილად მძიმე სიბერე მერგო,მაგრამ მიხარია,  რომ აქ ვარ, ზრუნავენ ჩემზე და მაფასებენ.

ნინო გოგრიჭიანი: პედაგოგი

-სახლი ბანკმა გამიყიდა, შვილები ზოგი სად არიან ზოგი სად, არც მათ აქვთ თავშესაფარი, მე კი აქ ვარ. ჩემი შვილები და შვილიშვილები მენატრება და ოჯახური გარემო, ერთ დროს  საამაყო ოჯახი მქონდა, ახლა ყველაფერი გაქრა. პედაგოგი ვარ, სკოლაში  რამდენიმე საათი მომცეს,  ყველა გვერდში მიდგას,  არც პანსიონში მაკლია ყურადღება, მაგრამ მინდოდა ჩემი შვილებთან ვყოფილიყავი…

მერაბ შათირიშვილი:მწერალი- მოხუცებულთა  პანსიონატის  ხელმძღვანელი

-დღეს, უჩვეულოდ, თუმცა ჩვეულებრივად გავიხარე: ჩემი პანსიონატი„ბარბარე“21-ე- მოხუცებულთა პანსიონატი სიცოცხლით სავსე ჟრიამულმა აახმაურა – სიკეთე არ გაიზომება, სიკეთე სიკეთეა: მცირეც და დიდიც, საქართველოში სიკეთის თესვა აროდეს უკვირდათ, თუმცა, ამჟამინდელი ვითარება ისეა გადაჭედილი უცხოური, თუ ტრადიციულად დამახინჯებული მისწრაფებებით, კეთილშობილება, მცირედი ქველმოქმედება (რასაც შეუძლია მცირედითაც სიცოცხლე იხსნას), რატომღაც უკანა პლანზეა გადაწეული, ახლა ან ეკლესია უნდა ააშენო გრანდიოზული, ან საქველმოქმედო ვირტუოზობა გამოიჩინო და სავაჭრო ცენტრებში შესაწირი ყუთების დამონტაჟებას მიაღწიო, თუ „დიდი“ ფული არ გაქვს, ისე არ გამოჩნდება შენი სიკეთე, არადა, თუკი აქლემის ქურდიც ქურდია და – ნემსისაც, რატომ არ არის 20 თეთრით გაღებული მოწყალება, 20 მილიონის ტოლფასი?.. ის 20 თეთრი, იმ 20 მილიონის გამღებს რატომ არ უნდა უტოლდებოდეს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე?..

მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, დასკვანას თავად გამოიტანთ და, მერწმუნეთ, პესიმიზმი ოპტიმიზმით გადაგექცევათ, დარწმუნდებით, ჯერაც არ გვიწერია განადგურება…
მე, პირადად, დღევანდელმა დღემ იმედით ამავსო…

სრულიად შემთხვევით, ამას წინათ, ერთი ახალგაზრდა კაცი, ლევან ბუზიაშვილი ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მუშაობს) დამიკავშირდა და მოკრძალებით მთხოვა მოხუცთა თავშესაფრისთვის, კერძოდ, ხანდაზმული ადამიანების მიმართ მცირედი ყურადღება გამოეჩინა… ცხადია, ახალგაზრდა კაცის კეთილ განაზრახს როგორ შევეწინააღმდეგებოდი?.. ჰოდა, ლევანი, დღეს, თავის მეგობრებთან ერთად, სულ ცხრანი იყვნენ – კვარტეტ „ტფილისთან“ თანხლებით – პანსიონატს ეწვივნენ და, შეკოწიწებული თანხით მოხუცები თანამედროვე მაცივრით დაასაჩუქრეს (წინასწარ ინახულეს ხანდაზმულები და მათი სურვილი აასრულეს, ორი მაცივარი კი გვაქვს, მაგრამ ფოიეში მოინდომეს ბენეფიციარებმა „სახალვათო“ მაცივრის დადგმა, ზაფხულს გაგვიხალისებსო..), ხოლო ბიჭთა კვარტეტმა, მინი-კონცერტი მოაწყეს, ისეთი ოსტატობა გამოიჩინეს, ჩვენი ლეგენდარული არჩილ ჩიხლაძის მოწონებაც დაიმსახურეს… –
არჩილს სიმღერის მადა გაუხსნეს და „მიგორავს ბორანი -მიგორავს… “ ამღერეს…
ერთი სიტყვით, იცით, რის თქმა მსურს?.. ამ ახალგაზრდებმა, ეს ლამაზი დღე, ხანდაზმულებს საკუთარი ინიციატივით აჩუქეს – პანსიონატს სიცოცხლის ხალისი შემატეს და თავადაც კმაყოფილები დარჩნენ…
მე, კი – საოცარი იმედი ჩამინერგეს გულში: ვიდრე ასეთი ახალგაზრდობა არსებობს ჩვენში, საქართველოს გადაშენება არ უწერია!..

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მზად ვარ გახარიას პირობას დავთანხმდე,მეტი რაღა ვქნა,ჩვენ ხალხს დავეხმარო…”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში “მზად ვარ, საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას ...