ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ერდოღანი: „ბათუმი ჩვენს ინტერესებშია“-რატომ გვედავება თურქეთი ბათუმს?

ერდოღანი: „ბათუმი ჩვენს ინტერესებშია“-რატომ გვედავება თურქეთი ბათუმს?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თრაკიის მოსახლეობამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, სურთ თუ არა მათ თურქეთთან შეერთება. ერდოღანმა ყოფილი ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შემავალ ტერიტორიებზეც ისაუბრა და მათ თურქეთის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ადგილები უწოდა. ქალაქებისა და რეგიონების ჩამონათვალში მოხვდა ბათუმიც.

„თურქეთის ინტერესებში შედის შემდეგი ქალაქ-რეგიონები: კვიპროსი, ხალეპი, მუსული, არბილი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა და ეგეოსის კუნძულები. თურქეთი მარტო ეს თურქეთი არ არის”-განაცხადა რეჯეპ ტაღიპ ერდოღანმა.

“თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები . ჩვენს ინტერესებში შედის ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, ყარაბაღი და სხვა საძმო რეგიონები. როდესაც თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს, ჩვენც მაშინ დავკარგავთ ინტერესს  ამ ტერიტორიების მიმართ.

უამრავი ისტორიკოსი განიხილავს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ხალეპი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთი თრაკი და ეგეოსის კუნძულები”-აღნიშნა ერდოღანმა.

თბილისში, თურქეთის საელჩოში, თურქეთის პირველი პირის აღნიშნული განცხადების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

წყარო : sazogadoeba.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...