ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ერგნეთის ბაზრობის გაუქმება იყო შეცდომა, რამაც პრინციპში ოსურ-ქართული ურთიერთობები უფრო დააზარალა, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი მოგვცა“- დავით ზურაბიშვილი

„ერგნეთის ბაზრობის გაუქმება იყო შეცდომა, რამაც პრინციპში ოსურ-ქართული ურთიერთობები უფრო დააზარალა, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი მოგვცა“- დავით ზურაბიშვილი

 დავით ზურაბიშვილი:ერგნეთის ბაზრობა ნამდვილად იყო ცხინვალში მყოფი ოსების და ქართველების ურთიერთობების და საქმიანი ინტერესების გადაკვეთის ადგილი. ამის უარყოფა არის უაზრობა. ცხადია სეპარატისტულ რეგიონთან ინტენსიური აღებ-მიცემობა ვერ მოხდებოდა კანონის ფარგლებში: იქ კონტრაბანდაც ჰყვაოდა, კრიმინალური ბიზნესის ელემენტებიც იყო და ამ სიტუაციის ასე დატოვება შეძლებელი გახლდათ, მაგრამ ოსების მხრიდან განწყობების შერბილებას ამ ურთიერთობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 2004 წლისთვის რაჭაში მარშუტკები უკვე ცხინვალის გავლით დადიოდნენ თბილისიდან.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ერგნეთის ბაზრობის გაუქმება იყო შეცდომა. უფრო სწორი გზა იქნებოდა იმ ბაზრობის ერთგვარი ლეგალიზაცია და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა.

სამწუხაროდ,  მაშინ მარტივი გზით წავედით (პირველ პირში იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ მეც იმ ხელისუფლებაში ვიყავი და არ გამიპროტესტებია ეს ამბავი) და საერთოდ მოვსპეთ არალეგალური ურთიერთობების ეს წერტილი, რამაც პრინციპში ოსურ-ქართული ურთიერთობები უფრო დააზარალა, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი მოგვცა“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com