ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა- ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა- ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს

რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

„ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ დაღუპულია 80 ამერიკელი ჯარისკაცი ამერიკულ აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის დროს“, – წერს სააგენტო „მეჰრი“.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დამდგენი სამუშაოები. სანდო წყარომ მათ განუცხადა, რომ „აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ვერ უზუნველყო იერიშის მოგერიება“-წერს ირანული მედია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, მათმა საჰაერო დაცვის სისტემამ ვერ მოახერხა საპასუხო ქმედების განხორციელება. ამერიკის 104 წერტილის იდენტიფიცირება მოხდა, რომელიც აშშ-ის პირველი შეცდომისთანავე განადგურდება“,-აცხადებს წყარო.

„ინტ ერპრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com