ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ემიგრანტი ქალების ტრაგედია: „ვერ გააძღო “უმუშევარი” ქმარ-შვილი…რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთებოდა თვითმფრინავი…“-გიორგი შამუგია

ემიგრანტი ქალების ტრაგედია: „ვერ გააძღო “უმუშევარი” ქმარ-შვილი…რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთებოდა თვითმფრინავი…“-გიორგი შამუგია

გიორგი შამუგია, ემიგრანი დედების შესახებ, ცოცხალი ისორიები:
რთ საოცარ დიალოგს შევესწარი ადრე…ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან… ახლაც არ ვიცი ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთებოდა თვითმფრინავი.. ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა… მორიგე ვიყავი სამსახურში, ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან… დედაზე იყო გაბრაზებული… 8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო… სად გაექცევა ეს სახლიო, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო, ვეუბნები ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რო ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო… ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!… უკვირდა შვილს… ხელისგულზე გაზრდილს… ბინიანს, მანქანაგამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს… და დედას გაწირულს, გაყიდულს… საკუთარ სახლში სიკვდილის უფლებაჩამორთმეულს…სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო “უმუშევარი” ქმარშვილი…))რაგედია კიდევ ის უფროა რომ მრავლად არიან დღეს ასეთები.. მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ “გაუმართლა” მშობელს იმით რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს…. ჰო… რატომ მოვყევი ამდენს… მადლობა მინდა ვუთხრა დედას რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის… რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება… ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს სადაც დედა არ იქნება… ჰო და კიდევ… კინაღამ დამავიწყდა მეთქვა… ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილია 🙂“-გიორგი შამუგია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com