ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ემიგრანტი მუშები ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე, მანჰეტენის თავზე, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, შველერზე სხედან და შესვენების დროს, “ლანჩს” მიირთმევენ“…

„ემიგრანტი მუშები ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე, მანჰეტენის თავზე, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, შველერზე სხედან და შესვენების დროს, “ლანჩს” მიირთმევენ“…

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ალბათ ხშირად შეხვედრილხართ ნიუ-იორკის ათასფრად აჭრელებულ ქუჩებში მოძრავ მანქანას, რომელზეც დამონტაჟებულია ვინტაჟური სტილის სკულპტურები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანსაც გადაგიღიათ სურათი, მაგრამ ყველამ არ იცის, სინამდვილეში რა დატვირთვას ატარებს, ან ვინ არიან ქანდაკებებად გამოყვანილი პირები. ეს სკულპტურები იმ ფოტო შედევრის რეპლიკაა, რომელსაც დღემდე მისტერიულ ფოტოდაც აფასებენ. მისტერიულად იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხანია, ცდილობენ, რომ დაადგინონ მათი ვინაობა და ფოტოგრაფისაც, რომელმაც ეს შედევრი გადაიღო, მაგრამ ამაოდ.
ერთი რამ ცნობილია, ესენი არიან ემიგრანტი მუშები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ნიუ-იორკის მშენებლობაში. შესაბამისად სურათიც ასე შეაფასეს-
“თანამედროვე ნიუ-იორკის შექმნის ილუსტრაცია”.
ზოგი ამერიკელი ფოტოზე აღბეჭდილ პირებს უცნობ გმირებადაც მოიხსენიებს.
იყო ვარაუდებიც, თუ რომელი ცათამბჯენის კონსტრუქციას აგებდნენ ემიგრანტი მუშები მოცემულ სურათზე და ბევრს Empire State Building ეგონა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს როკფელერის ცენტრის მშენებლობის პერიოდია.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე
მუშები ყოველგვარი თავდაცვის საშუალებების გარეშე, მანჰეტენის თავზე, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, შველერზე სხედან და შესვენების დროს, “ლანჩს” მიირთმევენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ფოტოს უნიკალურობა.
მოგვიანებით გაარკვიეს, რომ:
მარცხნიდან მესამე გახლავთ Joe Eckner, ხოლო მარჯვნიდან მესამე – Joe Curtis. დანარჩენები კი დღემდე დაუდგენელ გმირებად რჩებიან.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი

P.S თუ ვინმეს გაქვთ ამ სკულპტურებთან გადაღებული სურათი, საინტერესო იქნება, თუ ჩვენც გაგვიზიარებთ  

ქართველი ემიგრანტები აშშ-ში-ს ფოტო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...