ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ემიგრანტი დედა და ცოლი მხოლოდ ფულის ტომარაა“- „შეშფოდებული ქმარი„შენ რა გინდა აქ? რა მოხდა, რატომ ჩამოხვედი….? “- შვილი-„ჩვენთვის არ უნდა გეკითხა, იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო…?“

„ემიგრანტი დედა და ცოლი მხოლოდ ფულის ტომარაა“- „შეშფოდებული ქმარი„შენ რა გინდა აქ? რა მოხდა, რატომ ჩამოხვედი….? “- შვილი-„ჩვენთვის არ უნდა გეკითხა, იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო…?“

ქართველმა ემიგრანტმა მარიამ კვირიკიძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook გვერდზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მძიმე ყოფასა და თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე ყვება. genews – ი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე პირველ რიგში დედა ვარ….ემიგრანტი დედა და არ შემიძლია არ ვთქვა ეს და არც შემიძლია ღიად ვისაუბრო, იმიტომ, რომ მე მარად იმ შვილების დედა ვიქნები, შვილებისა რომლებიც თურმე სულიერად ისე შემომეცალნენ ვერც გავიგე…
12 წელი ემიგრაციაში გავატარე საბუთიც უნდა ამეღო და რომ ვუთხარი ჩემებს საბუთს ვაკეთებ თქო … – მაგაში ხარჯავ ფულს? სანამ იქნები იქნები და მერე წამოხვალო… მეც გამიხარდა დამთავრდა ჩემი ემიგრანტობა თქო.და ყოველი თვის ბოლოს ბანკში რიგში დგომა ფულის გასაგზავნად თქო.
ცოტა ფულიც მოვაქუჩე და გადავწყვიტე სიურპრიზი მოვუწყო ოჯახს.ყველა მუშაობს და მეც წყნარი სიბერე მელოდება თქო.ავიღე ბილეთი ავიბარგე და ჩემი აზრით სულ დავტოვე იტალია და ვუწყობ გრანდიოზულ სიურპრიზსს ოჯახის წევრებს. გადავფრინდი საქართველოში სახლში ტაქსით მივედი …ადრიანი დილაა მივეცი ზარი გაიღო კარები და ჩემი ქმრის შეშფოთებული
მზერა და საოცარი ხმა ..ხმა რომელიც ჭერს ჩამოანგრევდა..
-შენ რა გინდა აქ? მოგროვდნენ ოჯახის წევრებიც მაგრამ ყველას შეშფოთებული სახე…და ყველას შეძახილი.
-რა მოხდა რატომ ჩამოხვედი….? მე დავიბენი და ვიფიქრე ეს მოულოდნელი სიხარულისგან მოუვიდათ თქო და გახარებულმა ვუთხარი.
-სულ დავბრუნდი შვილებო ..

კი მაგრამ ჩვენთვის არ უნდა გეკითხა; იყო თუ არა ჯერ დრო შენი დაბრუნებისო…? მეტს აღარაფერს დავწერ… საქართველოში და ოჯახში სამუდამოდ წასული ემიგრანტი დედა და ცოლი ერთ კვირაში ისევ იტალიაში დავბრუნდი… მაგრამ გაფრთხილებთ ემიგრანტო მშობლებო…..
როცა ემიგრაციაში ხართ… შეცვალეთ ოჯახის წინაშე მიდგომა….არ ვიცი, როგორ და რა დროს გვეცლება ოჯახი ხელიდან მაგრამ იცოდეთ.. ემიგრანტი დედა ემიგრანტი ცოლი და ახლობელი მხოლოდ ფულის ტომარაა..და
მხოლოდ თვის ბოლოს გასახსენებელი.
მოძებნეთ გზები შეინარჩუნოთ ოჯახები…მე მკვდარი, რომ მივესვენებინე ვინმეს (ალბათ სწორედ ასე მომიწევს) ის უფრო არ გაუკვირდებოდა ჩემებს, ვინემ ის რომ ცოცხალი მივედი… ”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...