ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 800 კვ. მ. ფართობი დაიწვა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 800 კვ. მ. ფართობი დაიწვა

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი.

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგლაძის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამჟამად დარჩენილია ცალკეული კერები, რომელთა ჩაქრობა მიმდინარეობს.

“7 საათზე შემოვიდა გამოძახება, საერთო ჯამში, 18 მანქანა მუშაობდა ტერიტორიაზე,

ამჟამად ცალკეული კერებია დარჩენილი და ხდება მათი დამუშავება. ასევე ხელით ხდება გადარჩენილი მასალის გატანა”, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ხაზარაძე მიშას ბანკირ-ზონდერი-როგორ აახია ბანკი „კონსტანტა“ლებანიძეებს,დაკავებამდე 16 მილიონი მიატანინეს- გირაო, წინა დღით ხაზარაძემ გადაიხადა“

****   ხაზარაძის “საქმენი საგმირონი” , როგორ აახია 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და ლევან ლებანიძეებს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com