ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეკლესიის დისკრედიტაცია ფერებ-ფერებით დაიწყო სააკოვმა, როდესაც უგულავას და სხვათა ხელით უამრავი აგენტი ჩანერგა სამღვდელოებაში“-გულბაათ რცხილაძე

„ეკლესიის დისკრედიტაცია ფერებ-ფერებით დაიწყო სააკოვმა, როდესაც უგულავას და სხვათა ხელით უამრავი აგენტი ჩანერგა სამღვდელოებაში“-გულბაათ რცხილაძე

 

 

„ეკლესიის დისკრედიტაცია ფერებ-ფერებით დაიწყო სააკოვმა, როდესაც უგულავას და სხვათა ხელით უამრავი აგენტი ჩანერგა სამღვდელოებაში – აგენტი არა იმდენად მსტოვრის აზრით (“სუკის აგენტი” და მისთ.),არამედ ამპარტავნების, სიბილწის, შურის და ყველა სხვა ბოროტების გავრცელების სახით. თან ვითომ კარგს აკეთებდა – დაფინანსება გაუზარდა ეკლესიას, მეუფეებს ყბადაღებული “ჯიპები” დაურიგა (7 ნოემბრის მერე რო გაუჭირდა) და ა. შ. ამ დროს პატრიარქის დაცვაში, სამდივნოში, სხვადასხვა ეპარქიებში ეპისკოპოსების სახით, ბინძურმა რეჟიმმა თავისნაირი ბინძურები მოამრავლა. ამ სიბინძურემ, როგორც ჩანს, ბევრზე მოახდინა უარყოფითი გავლენა ეკლესიის შიგნით, მაგრამ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს გული გაუტყდა. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ განსხვავებით 15-20 წლის წინანდელი პერიოდისა, როდესაც ეკლესია აღმავლობის გზაზე იდგა, აჭარის რე-ქრისტიანიზაციას ახდენდა მაღალი ტემპებით და პატრიარქი ტაო-კლარჯეთზეც ფიქრობდა, ანაფორიანი კაცი ახლა ბევრში, სულ ცოტა, ეჭვს იწვევს ან აგდებულ დამოკიდებულებას. ეს არ ვრცელდება ხალხის უმრავლესობაზე, მაგრამ რა რაოდენობაზეც ვრცელდება, ესეც ძალიან ბევრია და დაუშვებელი.

მეტსაც გეტყვით: 9 მაისს, როდესაც თბილისში “საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობა ჩავატარეთ, მოწვეული გვყავდა ერთი მღვდელი, ახალგაზრდა ასაკის “მამაო”, როგორც ამბობენ ხოლმე მღვდლებზე, მდაბიურად. პირადად შევხვდი წინა დღით მეტად საპატივსაცემო ადამიანებთან ერთად და ყველაფერი ავუხსენი. დიდი ამბით გამოთქვა თანხმობა, რაზეა ლაპარაკი, მოვალ და ლოცვას ჩავატარებო. დილითაც დავურეკე და – მოვდივარო. მაგრამ არ მოვიდა. ტელეფონი გამორთო და დაიმალა კურდღელივით. კარგია, რომ სხვა სასულიერო პირი, ჩემი მეგობარი, ცხოვრებაში ნაცადი ბერი გრიგოლ რუხაძე მოვიდა. ახლა რა უნდა მექნა მე? ხელი ამეღო ეკლესიაზე? გამეთათხა “მამაოები”?

ამიტომ, ყველა მორწმუნემ ერთმანეთს უნდა შეუძახოს, რომ ეკლესიას ბევრჯერ ჰქონია რთული პერიოდი, ბევრჯერ ყოფილა ასეთი მოზღვავება უღირსებისა, მაგრამ სანამ სამყარო იარსებებს, ეკლესიაც იარსებებს, ვინაიდან ეს ღვთის ნებაა. ღმერთმა დაადგინა ეკლესია – “ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). ვინ წახვალთ სახარების წინააღმდეგ?!

სახარებისეული ჭეშმარიტება პრაქტიკაშიც მტკიცდება. რაც არ უნდა “ისეთი” მეუფეები იყვნენ დღეს სინოდში, არიან ასეთი დიდებული ადამიანებიც და იქნებიან კიდეც! მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს არავის ვუპირისპირებ, უბრალოდ ჩემს სიყვარულს და სიმპათიას კიდევ ერთხელ გამოვხატავ!“

გულბაათ რცხილაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...