ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეკა გიგაური:„გამოძიებას უნდა მივაწოდო ზუსტად ის ინფორმაცია,  სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით“

ეკა გიგაური:„გამოძიებას უნდა მივაწოდო ზუსტად ის ინფორმაცია,  სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით“

ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ  ის გამოძიებას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით აქვს.

“გამოძიებას უნდა მივაწოდო ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გვაქვს განცხადებაში ნათქვამი, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გუშინ ვსაუბრობდით კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები. ასევე როდის და რა პირობებში ხდებოდა ეს. ამიტომ, ეს არის უკვე საკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და გამოძიებამ კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება და ეს არის ძალიან კარგი, თუმცა ამის შემდეგ არ ვიცით რა შედეგს დადებს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გუშინ დავსვით, პასუხები გაეცეს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com