ახალი ამბები
Home / Uncategorized /   ეკა ბესელია: როცა ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი ზარდიაშვილზე, სჯობდა მაშინ დაეჯერებინა

  ეკა ბესელია: როცა ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი ზარდიაშვილზე, სჯობდა მაშინ დაეჯერებინა

 

ბესელიას თქმით, ზარდიაშვილი გაუშვეს და როგორც კობახიძის შემთხვევაში, ახლაც ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის რეაბილიტირებაც შეუძლებელი იქნება.

„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ყოველთვის აგვიანებს რეაგირებებს. უფრო ადრე, მაშინ, როდესაც მე მათ და პირველ რიგში  ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი, ვიდრე კობახიძე მართლა გადაწვავდა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ, სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს, ისევე მოხდა ახლაც. ესეც დააგვიანეს.

გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება და შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com