ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეკა ბესელია:„ჩემი ცხოვრების მიზანი არის და იყო, რომ სასამართლო ყოფილიყო დამოკიდებელი არ ვაპირებ გაჩერებას და უკან დახევას“(ვიდეო)

ეკა ბესელია:„ჩემი ცხოვრების მიზანი არის და იყო, რომ სასამართლო ყოფილიყო დამოკიდებელი არ ვაპირებ გაჩერებას და უკან დახევას“(ვიდეო)

ეკა ბესელიას პრესკონფერენცია

Posted by რადიო თავისუფლება on კვირა, 13 იანვარი, 2019

   ეკა ბესლიამ დღეს პარლამენტში პრესკონფერენცი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„წლების განმავლობაში მქონია განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ არასოდეს არ მქონია მაამებლური პოზიცია, მოსამართლეების დანიშვნა,  ეს იყო საკითხი, რომლის მიმართ იყო და მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება. ამ სიის ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ კონსტიტუციის მიღების დროს. ვინც ამ სიას აკეთებდა, მათ სურდათ, რომ ეკა ბესელია არ ყოფილიყო იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე და ეს საკითხი ისე გაეტანათ.

 ჩემი ცხოვრების მიზანია და იყო, რომ სასამართლო ყოფილიყო დამოკიდებელი,  არ ვაპირებ გაჩერებას და უკან დახევას და ნურავინ ეცდება შეკვეთილი ნიუსების ბარიერად დახვედრას, ეს სია ვერ შევა პარლამენტში, კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც გამართავს ამ სიას. უნდა გამოირიცხოს ის შესაძლებლობა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტთან გვექნება საქმე.

ერთ-ერთ საქმესთან მეც ვიყავი დაკავშირებული, რომელიც იხილავდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უსამართლო საქმეს.  მოსამართლეების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, მე ამ პროცესში ველოდები  ძალიან დიდი მხარდაჭერას.“-განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ  პრესკონფერენციაზე.

(დეტალურად იხ, ვიდეო)

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com