ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეკა ბესელიას პარლამენტში ოთახი  მოუწყეს, მისი დაწინაურება იგეგმებოდა ვიცე-სპიკერის პოსტზე“- აცხადებს ირაკლი კობახიძე

„ეკა ბესელიას პარლამენტში ოთახი  მოუწყეს, მისი დაწინაურება იგეგმებოდა ვიცე-სპიკერის პოსტზე“- აცხადებს ირაკლი კობახიძე

 ეკა ბესელიას პარლამენტეში   ვიცე- სპიკერის  პოსტს სთავაზობენ, ამის შესახებ  ჯერ კიდევ ზაფხულში იყო საუბარი, თუმცა მედიისთვის ცნობილი დღეს გახდა. ოთახი  რომელი ეკა ბესელიას  პარლამენში მოუწყეს ჯერ კიდევ ელოდება მობინადრეს.

 პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე  ადასტურებს, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასათვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა.პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. დღეს მედიის წარმომადგენლების ნაწილს იმ ოთახის გადაღების საშუალება მიეცათ, რომელიც სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემთხვევაში ეკა ბეელიასთვის იქნებოდა განკუთვნილი.

„ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ვთქვით რა გადაწყვეტილებები იყო დაახლოებით მიღებული და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ეს თანამდებობრივი გადაადგილება არც მაშინ და არც ახლა არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო.

„სექტემბერში მივიღეთ დავალება ხელმძღვანელობისგან, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის მოგვეძია შესაბამისი ფართი და მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო  ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

ნინი ბეანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com