ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა” განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მას შემდეგ მიიღო რაც უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერს ხელს.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com