ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  ეკა ბესელიაზე ფარული კადრები ხელახლა გავრცელდა-„ველოდები რას დადებს გამოძიება- ვის არ აწყობდა?ვუპირისპირდები იმ ჯგუფს სასამართლოში, რომელიც თავად ანგრევს სასამართლოს“-ეკა ბესელია

 ეკა ბესელიაზე ფარული კადრები ხელახლა გავრცელდა-„ველოდები რას დადებს გამოძიება- ვის არ აწყობდა?ვუპირისპირდები იმ ჯგუფს სასამართლოში, რომელიც თავად ანგრევს სასამართლოს“-ეკა ბესელია

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ხელახლა გავრცელდა. თუ აქამდე ფარული ჩანაწერები დახურული ჯგუფებით ვრცელდებოდა, ახლა მას საჯაროდ აქვეყნებენ. საქმე უმრავლესობის დეპუტატის პირად სივრცეს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი შსს-სგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

 ეკა ბესელიამ  ის ჯგუფებიც დაასახელა, ვისზეც ფიქრობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი. 

„მე ვავიწროვებ იმ წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება. ვისი ხელწერაა ეს? ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, დღეს მე მათაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ჯგუფს დაემატა ისინი, ვისთანაც მაქვს ღია კონფლიქტი და მათ შორის, ვინც მოსამართლეთა ამ ჯგუფს ლობირებს და ემეგობრება.

ეს მასალა დევს სისხლის სამართლის საქმეში, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოშია. მოსამართლეები ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და თავისი თავი გაშიფრეს. მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ველოდები რას დადებს გამოძიება. ვის არ აწყობდა? ძალოვან უწყებებს. მე მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი. მე ვუპირისპირდები იმ ჯგუფს სასამართლოში, რომელიც თავად ანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მე არ ვუპირისპირდები პროკურატურას, მე ვუპირისპირდები სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც უნდ დღეს სასამართლო  ჩემთვის ეს არის ახალი შინაგანი მდგომარეობა და მე მხდის შეუვალს. ველოდი ამას, ამისთვის მზად ვიყავი, გავიმეორებ მათთვის ვინც დგას ამის უკან: არ არსებობს ძალა, რომელიც მე შემაჩერებს და პოზიციას შემაცვლევინებს ვიდრე ცოცხალი ვარ. ამიტომ ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება უკვე დამარცხებულია.-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

ნინი ბეანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გახარიას მიერ შემღებულ წესებს არ უნდა დაემორჩილოს მოსახლეობა– ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com