ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

 

„ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია გაუძღვება. კურიერისთვის სახელიც შეუცვლიათ და ”კური” უწოდებიათ. ძველიც შენარჩუნებულია და ახალებურიც არისო.

ვიღაცებს თავიდან არ მოსწონებია ეს იდეა. ზოგს უთქვამს, ”კური” რუსულად ქათმებს ნიშნავსო, ზოგს-”მოწევასო”. საბოლოოდ მაინც ბიძინა ივანიშვილის სიტყვა ყოფილა გადამწყვეტი, რომელმაც ამ სახელის ესთეტურობასა და ჟღერადობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ერთობ დამაჯერები აღმოჩენილა ყველასათვის.

სულ მალე სტუდიაში ვიხილავთ ჰოლივუდის ღიმილით პირსავსე ქიბარ ხალვაშს და მწუხარე სახის ადვოკატ სალიას. ესეც თურმე ახალი კონცეფციის ნაწილი ყოფილა. ყველას კი არ ემხიარულება ამ ქვეყანაში, დარდიანებმაც ხომ უნდა ამოიცნონ საკუთარი თავიო.

” ეთერშია ”კური”, ქვეყნის მთავარი საინფორმაციო გადაცემა”! გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“-ასე გააშარჟა  პარლამენტარმა რომან გოცირიძემ  „რუსთავი“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com