ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“

“ ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სესხის აღებაზე საქართველომ უარი შეგნებულად და გააზრებულად თქვა, ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკას კი “შეურაცხმყოფელი ტყუილი” უწოდა:

“ ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, …კრიტიკა იმის თაობაზე მიდის, რომ საქართველომ, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად, გააზრებულად, უარი ვთქვით უბრალოდ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე და გამოდიან ურცხვად, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს ეს იყო რაღაც გრანდიოზული დახმარება ევროკავშირის მხრიდან და ვინაიდან მთავრობამ ამაზე, დამატებით სესხის აღებაზე უარი თქვა, მათივე სიტყვებით, მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, რომ თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე და ინტეგრაციაზე და ზოგადად, კურსზე. რაც, რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხმყოფელი ტყუილი- ქვეყანას აქვს რესურსი, ეკონომიკა იმდენად განავითაროს, რომ არ დასჭირდეს პარტნიორების დახმარება.

ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს დამატებითი რესურსები ბიუჯეტში მილიარდ ორასი მილიონ ლარის სახით, და კიდევ უფრო მეტი გვექნება წლის ბოლოს, ვინაიდან ჩვენი ვარაუდით, პროგნოზებით, ორნიშნა ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა რომ უარი ვთქვათ დამატებით საგარეო ვალის აღებაზე”, – ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სესხის აღებაზე საქართველომ უარი შეგნებულად და გააზრებულად თქვა, ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკას კი “შეურაცხმყოფელი ტყუილი” უწოდა:

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...