ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ევექსი“ არ ჰყოფნის ამირან გამყრელიძის შვილს,ახლა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტა“

„ევექსი“ არ ჰყოფნის ამირან გამყრელიძის შვილს,ახლა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტა“

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელში ჩაგდება „ევექსის“ ხელმძღვანელს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ამირან გამყრელიძის შვილს სურს.. 
_______
„აუცილებელი იყო კერძო საავადმყოფოების საპირწონე სახელმწიფო დაქვემდებარებაში ყოფი საავადმყოფოს შენარჩუნება. სულ დარჩენილია 4 საავადმყოფო, თბილისის, საჩხერის, რუხის და ბათუმის საავადმყოფოები.

2 უკვე აღჭურვილია ახლი ტექნიკით,დარჩენილია მხოლოდ ბათუმის და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები, რომელის აღჭურვასაც 100 მილიონი ლარი სჭირდება.

-ეს თანხა ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა?

-თანხა ვერ კი არა, არ გამოიძებნა, რადგანაც შარშანდელ ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინიდან 270 მილიონი აუთვისებელი დარჩა.ერთი ბრძანება იყო საჭირო, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო.

სანამ ეს მთავრობა იქნება, მანამდე არ დათმობს, ის გარიგებაშია შესული ხელისუფლებასთან და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილთან…ამიტომაც ბლოკავენ ტექნიკისთვის ფულის გამოყოფას.

-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართ ივანიშვილის ინტერესები იკვეთება?
– თავიდან არ ვფიქრობდი, თუ ასეთი მაშტაბური შეთქმულება და მართვის სტილი იქნებოდა დღევანდელ ხელისუფლებაში, საქართველოში გრძელდება ოლიგარქიულ- ოლიგოპონიური მმართველობა, რაც წინა ხელისუფებაშიც იყო.

ბატონმა ბიძინამ იმის ნაცვლად, რომ დაეშალა ოლიგოპონიები და გაეტარებინა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, გააგრძელა ოლიგოპონიური და ოლიგარქიული მართვა.საქართველოში 4 ჯერ მეტი ღირს წამლები, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოში.

რა ღირს საბაჟოზე შემოსული წამალი? პროფესორმა ვლადიმერ მახარაძემ რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლის დროს მოიყვანა ფაქტები, რომ საბაჟოზე 20 თეთრად შემოტანილი წამალი, 20 ლარად იყიდება- შედეგად, „ავერსის“, „პეესპეს“ და სხვათა ოლიგოპონიური მმართველები ფანტასტიურ მოგებას იდებენ ჯიბეში.

ეს მოგება ბიძინამდეც მიდის?
– არა მგონია, შეიძლება მიდის, შეიძლება არა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ შეიძლება ოლიგოპონიური მართვა“-აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი ბენო ჭელიძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com