ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეიდან ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება

დღეიდან ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება

აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია.

საქართველოს  ახალი კანონმდებლობით:

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გაყიდვა აიკრძალა. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის ცელოფნის პარკის გაყიდვაა აკრძალული.დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com