ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

დღეს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მასთან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

მსახურების დროს სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღის ბოლომდე შეეძლებათ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com